fbpx
Startseite » news_ge » „Fit for Partnership“ – ქართველი მეწარმეების შესაძლებლობა, მჭიდრო კონტაქტები და პარტნიორობა დაამყარონ გერმანულ კომპანიებთან

„Fit for Partnership“ – ქართველი მეწარმეების შესაძლებლობა, მჭიდრო კონტაქტები და პარტნიორობა დაამყარონ გერმანულ კომპანიებთან

by Salome Mumladze

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, და გერმანიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ჰუბერტ ქნირშმა, მენეჯერთა საკვალიფიკაციო პროგრამის „Fit for Partnership“ დაწყების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სასწავლო პროგრამა საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატზე ზემოქმედების ფედერალურ სამინისტროსა (BMWK) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ არის ორგანიზებული და ის 2016 წლიდან ხორციელდება.

პროგრამაში უკვე 150-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში 20-ზე მეტი ქართველი მეწარმე გაემგზავრება.

როგორც არველაძემ აღნიშნა, გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. პროგრამა „Fit for Partnership“ კი ადგილობრივი მეწარმეებისთვის არის შესაძლებლობა,  თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე შეიტანონ. ამასთან, პროგრამის წყალობით, ქართულ ბიზნესს  შესაძლებლობა ეძლევა, გერმანულ კომპანიებთან საქმიანი კავშირები და  გრძელვადიანი პარტნიორობა დაამყაროს და გაეცნოს გერმანული ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკებს.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X