გერმანულმა GOPA-intec-მა (GOPA – International Energy Consultants GmbH) საქართველოს წყალბადის განვითარების სტრატეგიის კონცეფცია შეიმუშავა, იუწყება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი. შესაბამისი კვლევა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) დაფინანსებით განხორციელდა.
ფონდის ცნობით, კონცეფცია წარმოდგენილი იქნა ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი კომიტეტის 3 ოქტომბრის სხდომაზე.
კომიტეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 28 ივლისის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. მისი სხდომები ყოველკვარტლურად იმართება.