,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტში ორი მოსმენით უკვე დამტკიცებულია.
კანონი ითვალისწინებს შემდეგს:
– ზოგიერთი საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, თვითმონიტორინგის მიზნით, აწარმოოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტი განსაზღვრა, ინსტრუმენტული მეთოდით.
– საქმიანობის სუბიექტის მიერ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობისა და ტემპერატურის განსაზღვრა წარმოებს უშუალოდ მავნე ნივთიერებების გაფრქვევის იმ წყარო(ებ)ზე (მილში), რომლ(ებ)ის მეშვეობითაც ხორციელდება დანართით გათვალისწინებული საქმიანობა.
– ატმოსფერულ ჰაერში იმ მავნე ნივთიერებების ნუსხა, რომელთა ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტი ინსტრუმენტული მეთოდით განსაზღვრა სავალდებულოა, დადგინდება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
ვრცლად კანონპროექტის შესახებ გაეცანით ინფორმაციას ამ ბმულზე