fbpx
Startseite » news_ge » Lufthansa კვირაში 2-ჯერ თბილისის მიმართულებით რეისებს განახორციელებს

Lufthansa კვირაში 2-ჯერ თბილისის მიმართულებით რეისებს განახორციელებს

by Salome Mumladze

Lufthansa ოქტომბრის თვეში კვირაში ორჯერ შემოგვთავაზებს ავიარეისებს მიუნხენსა და თბილისს შორის.

25 ოქტომბრამდე მიუნხენიდან რეისები ხუთშაბათს და კვირას 22:15 საათზე შესრულდება, 25 ოქტომბრიდან კი 21:50 საათზე. რეისები თბილისიდან პარასკევს და ორშაბათს 05:10 საათზე შესრულდება 26 ოქტომბრამდე, 16 ოქტომბრის შემდეგ კი 05:45 საათზე. მიუნხენიდან მგზავების განკარგულებაშია მრავალი რეისი ევროპის ფარგლებში და აშშ-ს მიმართულებით. ქვეყანაში შემოსვლის შესაბამისი მოთხოვნები იხილეთ აქ: https://www.lufthansa.com/de/en/travelling-and-corona

„ჩვენ 15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობთ და ძალიან ამაყი და მადლობელი ვართ იმ ნდობისთვის, რაც ჩვენმა მგზავრებმა გასულ წლებში და განსაკუთრებით ამ საგანგებო დროის პერიოდში დაგვანახეს. აგვისტოს თვიდან ვასრულებთ რეისებს მიუნხენსა და თბილისს შორის და ვიმედოვნებთ, რომ თუ სიტუაცია საშუალებას მოგვცემს, მალე უფრო მეტი ყოველკვირეულ ფრენის შემოთავაზებას შევძლებთ.“

რენე კოინცაკი,
გენერალური მენეჯერი გაყიდვებში
ლუფტჰანზა ჯგუფი

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X