Startseite » news_ge » DWV ეძებს ღონისძიებების მენეჯერს

DWV ეძებს ღონისძიებების მენეჯერს

by Salome Mumladze
Vacany project manager Events

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) ეძებს გუნდის ახალ წევრს, ღონისძიებების მენეჯერს.

მოვალეობები:

  • ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება;
  • ღონისძიების ლოგისტიკური საკითხების (ადგილი, ქეითერინგი, მგზავრობა და სხვ.) ადმინისტრირება;
  • ბიუჯეტირება და შაბლონური ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ღონისძიებების სარეკლამო მხარდაჭერის მიზნით DWV-ს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • ღონისძიებების ფარგლებში აუცილებელი ინფორმაციის მოძიება, მასალის მომზადება და სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მშობლიური ენა – ქართული, გერმანული ენის ძალიან კარგად და ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის კარგად ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები/ინფორმაცია გერმანულ ან ინგლისურ ენაზე ელ-ფოსტაზე: jobs@dwv.ge

დოკუმენტები/ინფორმაცია:

  • CV გერმანულ ან ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი გერმანულ ან ინგლისურ ენაზე;
  • ინფორმაცია სასურველი ხელფასისა და მუშაობის დაწყების თარიღის შესახებ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გერმანულ-ქართულ სამუშაო გარემოს;
  • ოფისის ცენტრალურ მდებარეობას;
  • 40 საათიან სამუშაო კვირას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიაზე არ მოხდება იმ კანდიდატების განხილვა, რომლებიც არასრულად წარმოადგენენ დოკუმენტაციას.

You may also like

X