fbpx
Startseite » news_ge » Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს 2023 წლის ივნისიდან ევროპის 5 ახალი მიმართულებით შეასრულებს

Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს 2023 წლის ივნისიდან ევროპის 5 ახალი მიმართულებით შეასრულებს

by Salome Mumladze

2023 წლის ივნისიდან, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ავიაკომპანია ივნისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით – ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი, დაიწყებს.

ამ მიმართულებებით რეისები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება, ხოლო პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება, იუწყება სამინისტრო.

ჯამში შედეგად, Wizz Air ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით ფრენას განახორციელებს.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X