310
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს, ფრენსის მალიჟს, და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა EBRD-ის კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელი, ალკის დრაკინოსი.
სებ-ის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სებ-ისა და კომერციული ბანკების EBRD-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.
EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა საქართველოს ფინანსურ სექტორში რეფორმების მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა, იუწყება სებ.
