fbpx
Startseite » news_ge » „არდის“ დაზღვეულები მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ქსელ ACIBADEM-ში მომსახურებას განახლებული, ექსკლუზიური პირობებით მიიღებენ

“არდის” დაზღვეულები მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ქსელ ACIBADEM-ში მომსახურებას განახლებული, ექსკლუზიური პირობებით მიიღებენ

by Salome Mumladze

2022 წლის 20 ოქტომბერს “რესპუბლიკაში” სადაზღვევო კომპანია “არდისა” და მსოფლიოში წამყვან ჰოსპიტალების ქსელ “აჯიბადემს” შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად “არდის” დაზღვეულები განახლებული პირობებითა და ლოიალობის პროგრამით “აჯიბადემის” თურქეთის 16 ჰოსპიტალსა და 8 ამბულატორიულ კლინიკაში ისარგებლებენ.

“არდის” ბიზნესის განვითარების დირექტორმა, თეონა გოდერიძემ, განაცხადა, რომ ლოიალობის პროგრამა – Health Point Card, ამ სახით სპეციალურად “არდის” დაზღვეულებისთვის შეიქმნა და როგორც ქართულ, ისე თურქულ ბაზარზე უპრეცედენტოა. მისივე თქმით, ამ მემორანდუმის მეშვეობით, “არდელები” დამატებით 10-მდე პრივილეგირებულ მომსახურებას მიიღებენ.

„მათ შორისაა, ექსკლუზიური 25%-იანი ფასდაკლება “აჯიბადემის” ყველა მომსახურებაზე, 40%-იანი ფასდაკლება სრულ სამედიცინო გამოკვლევაზე (check up), ფიქსირებული მინიმალური ფასები უნიკალური კიბერ ინსტრუმენტით (Cyber Knife) ჩატარებულ ოპერაციებზე და პოზიტრონულ – ემისიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე (PET-CT)“, – ამბობს თეონა გოდერიძე.

მომსახურება ითვალისწინებს, ასევე, უფასო მეორე სამედიცინო აზრის დამუშავებას წერილობითი სახით, პირველად სტომატოლოგიურ გამოკვლევას უფასოდ, თურქეთის აეროპორტებში არსებული “აჯიბადემის” ლაუნჯ ზონებით სარგებლობას, აეროპორტში დახვედრას და უფასო პრემიუმ ტრანსფერს, მზარდ ფასდაკლებებს სხვადასხვა სასტუმროსა და კვების ობიექტში, სასწრაფო დახმარების მომსახურებას თურქეთში ყოფნისას და თარჯიმნის  მომსახურებას.

ლოიალობის პროგრამას პერიოდულად სხვა ბენეფიტები და მომსახურებებიც დაემატება, რომლებიც “არდის” დაზღვეულებისთვის ავტომატურად ხელმისაწვდომი  გახდება 5 წლის განმავლობაში.

“არდის” გენერალური დირექტორის, მიხეილ ჯაფარიძის, თქმით, აღნიშნული მომსახურებებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ Health Point Card-ის მფლობელ “არდის” დაზღვეულს, არამედ მის მეუღლესა და შვილებსაც ექნებათ. ლოიალობის ბარათის გააქტიურება კი “არდის” ოჯახის ექიმების დახმარებით მოხდება.

“ACIBADEM”-ის ქსელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართველი პაციენტების მხრიდან. არდისთან ჩვენი თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო და იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, ამიტომ გადავწყვიტეთ თანამშრომლობის ამ ახალ ეტაპზე გადასვლა. იმედს ვიტოვებთ, რომ ლოიალობის ახალი პროგრამა “Health Card” მისი ამ ექსკლუზიური ბენეფიტებით, რომლებიც სპეციალურად “არდის” დაზღვეულებისთვის დავამუშავეთ, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და კმაყოფილებას შექმნის არდის დაზღვეული პაციენტებისთვის ACIBADEM-ის ქსელში მომსახურების მიღებისას,“ – აცხადებს აჯიბადემის აღმასრულებელი დირექტორი, რასიმ ტოპუზი.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X