Startseite » news_ge » აწარმოე საქართველოში სესხის ოდენობას და არეალს ზრდის

აწარმოე საქართველოში სესხის ოდენობას და არეალს ზრდის

by David Hufschmidt
enterprise-georgia-logo

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იზრდება სესხის ოდენობა და არეალი. კერძოდ, თუ აქამდე პროგრამაში 100-მდე დარგი იყო, ახლა მათი რიცხვი ორმაგდება.

დამატებით გათვალისწინებულ დარგებს შორის თურნავამ საშენ მასალათა, პლასტმასის და სხვა მსგავსი წარმოებები დაასახელა და განაცხადა: „ჩვენ აქ ვხედავთ პოტენციალს, რომ, საკუთარ რესურსზე დაყრდნობით ბიზნესმა შეძლოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და კონკურენტუნარიანი პროდუქცია მოაწოდოს ბაზარს და გაიტანოს ექსპორტზე“.

გარდა ამისა, მხოლოდ სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი ინდუსტრიისთვის და კვების მრეწველობისთვის სახელმწიფო დაუშვებს, რომ ბიზნესმა ერთდროულად ორი პროგრამის დახმარებით ისარგებლოს, განაცხადა მინისტრმა. ამ დარგების ბიზნესი შეძლებს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში საკრედიტო-საგარანტიო სქემით ისარგებლოს, განმარტა მან.

რაც შეეხება სესხის პროცენტის სუბსიდირებას, თურნავას ინფორმაციით, ამით სარგებლობას შეძლებს 50,000 ლარიდან სესხის მქონე კომპანია, მაშინ როდესაც ადრე მინიმალური ზღვარი 150,000 ლარი იყო. ხოლო ზედა ზღვარი 5-დან 10 მილიონამდე იზრდება, განაცხადა მან და აღნიშნა, რომ თანადაფინანსების ხანგრძლივობა 24-დან 36 თვემდე იზრდება.

საინფორმაციო სააგენტო სარკე, 05.06.2020

You may also like

Leave a Comment

X