Startseite » news_ge » გერმანია საქართველოს ხელს შეუწყობს მწვანე წყალბადის ბაზრის განვითარებაში

გერმანია საქართველოს ხელს შეუწყობს მწვანე წყალბადის ბაზრის განვითარებაში

by Salome Mumladze

გერმანია საქართველოს ხელს შეუწყობს მწვანე წყალბადის ბაზრის განვითარებაში. მწვანე წყალბადის (ანუ, მიღებული წყლის ელექტროლიზით, განახლებადი ენერგიის გამოყენებით) მოხმარების განვითარების მიზნით, გერმანიის განვითარების ბანკმა (KfW) საქართველოს მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის 1.3 მილიონი EUR-ს გამოუყო.

შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ბათუმის მერიასა და KfW-ს შორის დღეს ბერლინში (გერმანია) გაფორმდა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მემორანდუმი ადასტურებს მხარეთა განზრახვას, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებით ჯაჭვი, მოთხოვნა-მიწოდების ჩათვლით.

გამოყოფილი თანხა განკუთვნილია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის, პროექტირებისთვის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების პროექტის იმპლემენტაციისათვის და ა.შ., იუწყება კორპორაცია და აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სამუშაოებს დაახლოებით, ერთი წელიწადი დასჭირდება.

You may also like

X