Startseite » news_ge » „დიო“ სამშენებლო მასალების სფეროში გამართულ B2B ღონისძიების მონაწილეა

„დიო“ სამშენებლო მასალების სფეროში გამართულ B2B ღონისძიების მონაწილეა

by Salome Mumladze

14 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ „ქართული სამშენებლო მასალები 2021″ B2B შეხვედრა: ,,ბიზნესკავშირების გამყარებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ გაიმართა, სადაც კომპანია „დიო“-მ მონაწილება მიიღო და სხვადასხვა კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და პარტნიორობას ხელი შეუწყო.

შეხვედრას HoReCa-ს (სასტუმრო, სარესტორნო და საკვები მიმართულების ბიზნესები), ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის, სამშენებლო და საფინანსო მიმართულების 60-მდე წამყვანი კომპანია დაესწრო.

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული გახლდათ ევრკოვშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „კლასტერები განვითარებისათვის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ.

კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი – თამაზ დაუშვილი „კლასტერები განვითარებისათვის“ თავმდჯომარეა და მუმდივად გამოთქვამს მზადყოფნას მსგავსი შინაარსისა და პერსპექტივის მქონე შეხვედრებში ჩართულობასა და მონაწილეობის კუთხით.

 

You may also like

X