fbpx
Startseite » news_ge » ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

by Salome Mumladze

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდის რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზეა 192 ქვეყანას შორის.

11 ოქტომბერს გამოქვეყნებული IMF-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 9%-ით გაიზრდება.

ხოლო 2023 წლისთვის IMF საქართველოს ეკონომიკის 4%-ით ზრდას პროგნოზირებს და ამ მაჩვენებლით ეკონომიკის ზრდის რეიტინგში საქართველო 69-ე ადგილზე იქნება.

ეკონომიკური ზრდით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ირლანდია (9%) და მალდივებია (8.7%).

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, 2022 წელს სომხეთის ეკონომიკა – 7%-ით, თურქეთის – 5%-ით, აზერბაიჯანის – 3.7%-ით გაიზრდება.

რუსეთის ეკონომიკა – 3.4%-ით, უკრაინის – 35%-ით შემცირდება.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X