fbpx
Startseite » news_ge » ელემენტ კონსტრაქშენი მდგრადი განვითარებისთვის

ელემენტ კონსტრაქშენი მდგრადი განვითარებისთვის

by Salome Mumladze

CORPORATE RESPONSIBILITY AWARD 2021-ზე დამსწრე საზოგადოება  ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ ხუთ პროექტს გაეცნო. განხორციელებული აქტივობებით, სამშენებლო კომპანია ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას.

,,ელემენტ კონსტრაქშენის“  პროექტები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ახალგაზრდა მეწარმეთა მხარდაჭერა, ხარისხიანი განათლება და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, სოციალური მეწარმეობის განვითარება, სამოქალაქო ინიციატივების წახალისება, ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო სტანდარტების დამკვიდრება.

,,პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო დღის წესრიგი და დაგვაყენა ახალი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე. სწორად ამ დროს, განსაკუთრებით საჭიროა ბიზნესის აქტიური როლი, რათა არ შეფერხდეს 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება“, – აცხადებენ კომპანიაში.

,,კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021“-ის ცერემონია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივის – UN Global Compact-ის წევრია. კომპანიის საქმიანობა  მოიცავს ინდუსტრიულ, ჰიდროტექნიკურ და სამოქალაქო მშენებლობას. ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატს.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X