fbpx
Startseite » news_ge » თეგეტა მოტორსი 25 წლისაა

თეგეტა მოტორსი 25 წლისაა

by Salome Mumladze

თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც დღეს 25 კომპანიას აერთიანებს, 25 წლის გახდა. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი დღეს საერთაშორისო კომპანიაა.

თეგეტას აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. 2012 წლიდან თეგეტა მოტორსი Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.

ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ პორშეს, შვედურ საავტომობილო გიგანტ ვოლვოს და იაპონურ ტოიოტასა და მაზდას. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით თეგეტა მოტორსის ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორიცაა: მანი, ჯეი-სი-ბი, ჰინო და სხვები.

თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება.

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X