Startseite » news_ge » თიბისის მხარდაჭერით, Camex Airlines-ი მომხმარებელს საკუთარი საჰაერო ხომალდით მოემსახურება

თიბისის მხარდაჭერით, Camex Airlines-ი მომხმარებელს საკუთარი საჰაერო ხომალდით მოემსახურება

by DWV Admin

Camex Airlines, ახალი ავიაგადამზიდი კომპანია საქართველოში, საერთაშორისო კომპანია Camex International-ის სტარტაპ პროექტია. ავიაგადამზიდს, TBC ბანკის მხარდაჭერით, მომხმარებელს საკუთარი საჰაერო ხომალდით – Boeing 737-800-ით, მოემსახურება.

Camex Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის თქმით, „პროექტი ჯერ ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-ს წარვუდგინეთ, რომელიც მალევე დათანხმდა ჩვენთან პარტნიორობას“, და „იმავდროულად, მივმართეთ TBC ბანკს“. სამომავლოდ, კომპანია კიდევ 3 საჰაერო ხომალდის შეძენას აპირებს.

Camex ტვირთების ტრანსპორტირებას აშშ-დან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ინგლისიდან და ჩინეთიდან ახორციელებს.

You may also like

X
Skip to content