ევროკავშირმა და გერმანიის მთავრობამ ახალი ეროვნული პროგრამა „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) წამოიწყეს, რომელიც საქართველოს რეგიონების მდგრად ეკონომიკურ ზრდას, დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებასა და კარგ მმართველობას მოემსახურება. პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობის დაძლევა და სოციალური ერთობის მიღწევა.