საერთაშორისო ლოგისტიკურმა კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია გასული ფინანსური წლის განმავლობაში 1,77 მილიარდი ევროს ოდენობით წმინდა გაყიდვების შესახებ / ძირითადი მიღწევებიდან აღსანიშნავია პროცესების დიგიტალიზაცია, მდგრადი განვითარება და გლობალური ქსელის ზრდა.
ლაუტერახი, 16 მარტი, 2021. საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კომპანიამ Gebrüder Weiss-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია 2020 ფინანსური წლის განმავლობაში 1,77 მილიარდი ევროს ოდენობით წმინდა გაყიდვების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ასახავს წლიურ ზრდას 3,7 პროცენტის ოდენობით (2019 წ.: 1,71 მილიარდი ევრო). ამგვარად, კომპანია კვლავ აგრძელებს წინა წლებში დაფიქსირებული ზრდის უზრუნველყოფას. „ჩვენი განვითარების დადებითი მაჩვენებლის საკვანძო მომენტს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ Covid-19-თან დაკავშირებული კრიზისის დროს ჩვენ დავრჩით მოქნილები და შევინარჩუნეთ სრულფასოვანი მუშაობის უნარი მსოფლიოს ყველა ლოკაციაზე. ჩვენ შევინარჩუნეთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული სატრანსპორტო გადაწყვეტებით უზრუნველყოფის უნარი, არაერთი „ლოქდაუნისა“ და გლობალურად სატვირთო სივრცეების დეფიციტის მიუხედავად. ჩვენმა თანამშრომლებმა შესანიშნავად იმუშავეს არსებულ რთულ პირობებში“, – ამბობს ვოლფრამ სენგერ-ვეისი, Gebrüder Weiss-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.
საუკეთესო ორივე სამყაროდან: ციფრული სტრატეგია თავის ღირებულებას ადასტურებს
კომპანიამ მიმდინარე დიგიტალიზაციის მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯი გადადგა, როდესაც 2020 წელს მომხმარებლებისთვის ახალი პორტალი myGW დანერგა. ონლაინ-პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ, პირდაპირ და მარტივ წვდომას Gebrüder Weiss-ის ყველა მომსახურებაზე და ასევე უზრუნველყოფს რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციას შეკვეთის სტატუსის შესახებ. „ჩვენმა ციფრულმა სტრატეგიამ „საუკეთესო ორივე სამყაროდან“, რომელშიც მატერიალური და ციფრული კომპეტენციის ერთობლიობას ვგულისხმობთ, სწორედ ამ კრიზისის დროს გაამართლა ყველაზე მეტად. ჩვენ შევძელით ჩვენი, როგორც საიმედო და ინოვაციური ლოგისტიკური პარტნიორის რეპუტაციის გამყარება. მომხმარებლების დადებითმა გამოხმაურებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი სტრატეგიული მიმართულების სისწორე“, – ამბობს ვოლფრამ სენგერ-ვეისი. მომხმარებელთა პორტალი ამჟამად დანერგილია ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. მიმდინარე წელს დაგეგმილია სხვა ქვეყნებში დანერგვა.
გაფართოვდა მსოფლიო ქსელი
2020 წელს კომპანია Gebrüder Weiss-მა ასევე მიაღწია ახალ პროგრესს გლობალური მასშტაბით სტრატეგიულ გაფართოებაში: საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით, კომპანია Gebrüder Weiss-მა დაამატა ლოკაციები გერმანიაში და გავიდა პოლონეთის, სამხრეთ კორეის, მალაიზიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ბაზრებზე. „მოგზაურობების შეზღუდვების გათვალისწინებით, აღნიშნული გაფართოებები დამუშავდა და განხორციელდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში. ამან სხვადასხვა გუნდის წინაშე რთული ამოცანები დააყენა, რომლებსაც ისინი წარმატებით გაუმკლავდნენ კომუნიკაციის ციფრული საშუალებების დახმარებით“ – ამბობს ბატონი სენგერ-ვაისი. ამჟამად საერთაშორისო ქსელში დასაქმებულია 7 400 თანამშრომელი (სრული განაკვეთით მომუშავე თანამშრომლები) 35 ქვეყნის 170 ლოკაციაზე. მთლიანობაში, ლოგისტიკურმა კომპანიამ 70 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია მოახდინა თავისი ტერმინალების ქსელის გაფართოებაში, IT ინფრასტრუქტურაში და აგრეთვე სხვა აქტივების შესყიდვაში. აქტივებში საკუთარი კაპიტალის კოეფიციენტმა კვლავ გადააჭარბა 60 პროცენტს, რაც ადასტურებს კომპანიის სიძლიერესა და განვითარების შესაძლებლობას, არახელსაყრელი პირობების მიუხედავად.
ფოკუსირება ეკოლოგიურ საკითხებზე: CO2 ნეიტრალურობის მიღწევა 2030 წლისთვის
მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები ასევე წარმოადგენს Gebrüder Weiss-ის ეკოლოგიური რაციონალობის სტრატეგიის საავტორო ნიშანს: ყოველწლიურად ათი პროცენტით CO2-ის გამოყოფის შემცირების გზით, კომპანიის მიზანია 2030 წლისთვის გახდეს CO2 ნეიტრალური კომპანია. გატარებული ღონისძიებები მოიცავს ფოტოელექტრული (მზის პანელების) სისტემების ეტაპობრივ დამონტაჟებას საკუთარ ლოგისტიკურ ტერმინალებზე, ასევე სატვირთო მანქანებში ისეთი მოწინავე ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენების გაფართოებას, როგორიცაა ელექტროენერგია, გაზი და წყალბადი. გასული წლიდან, კომპანია Gebrüder Weiss ასევე სთავაზობს მომხმარებლებს ნახშირბადის გამოყოფის დაბალანსების შესაძლებლობას გარემოს დაცვითი სერტიფიცირებული პროექტების მხარდაჭერის გზით.
კომპანიის ცალკეული დანაყოფების განსხვავებული განვითარება გასული წლის ეკონომიკური ცვალებადობის შედეგს ასახავს. სხვადასხვა შეზღუდვებისა და ზოგიერთი კლიენტის ქარხნების დახურვის გამო, განსაკუთრებით 2020 წლის მეორე კვარტალში, სახმელეთო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებების გაყიდვების მოცულობა 4,3 პროცენტით შემცირდა და 1,10 მილიარდი ევრო შეადგინა (2019 წ.: 1,15 მილიარდი ევრო). საცალო ონლაინ-გაყიდვებზე გაზრდილმა მოთხოვნამ პროდუქციის სახლში მიწოდების სერვისის 29 პროცენტით ზრდა გამოიწვია (1,37 მილიონი მიწოდება 2020 წელს). ამ სფეროში Gebrüder Weiss გახდა ბაზრის ლიდერი ავსტრიასა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების მოცულობა გაიზარდა 23,7 პროცენტით (2019 წ.: 380 მილიონი ევრო) და შედგინა 470 მილიონი ევრო. ბიზნესის მაღალეფექტურ მაჩვენებლებთან ერთად, განსაკუთრებით საჰაერო გადაზიდვების სექტორში, Ipsen Logistics-ის შეძენამ დადებითი გავლენა იქონია. სერიოზული პრობლემების ფონზე, DPD ავსტრიამ, რომელიც ნაწილობრივ Gebrüder Weiss-ის ამანათების სერვისის მფლობელობაშია, 57 მილიონზე მეტი ამანათი მიიტანა მომხმარებლებთან. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, კომპანიამ წარმატებით მოახერხა ამ სერვისის მოცულობის ათი პროცენტზე მეტი ზრდის წარმატებით გამკლავება.