fbpx
Startseite » news_ge » ლოჯისტიკური ცენტრები თბილისსა და ალმათში საერთაშორისო და რეგიონული საქონლის ტრანსპორტირების ცენტრებად გვევლინებიან

ლოჯისტიკური ცენტრები თბილისსა და ალმათში საერთაშორისო და რეგიონული საქონლის ტრანსპორტირების ცენტრებად გვევლინებიან

by Salome Mumladze

სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მომსახურების პროვაიდერი Gebrüder Weiss სულ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ისტორიული სავაჭრო მარშრუტის შუა დერეფანზე / ლოჯისტიკური ცენტრები თბილისსა და ალმათში საერთაშორისო და რეგიონული საქონლის ტრანსპორტირების ცენტრებად გვევლინებიან.

მოთხოვნის მუდმივი ზრდის გათვალისწინებით, Gebrüder Weiss აფართოებს სატრანსპორტო კავშირების რაოდენობას ახალი აბრეშუმის გზაზე, რათა გადაიტანოს საქონელი ევროპას, თურქეთსა და ჩინეთს შორის. აქ ყურადღება გამახვილებულია ისტორიული სავაჭრო გზის შუა დერეფნის გასწვრივ მარშრუტებზე, რომლებიც გადის თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით ჩინეთში. ეს მარშრუტი გეოგრაფიულად უფრო მოკლეა და პირდაპირ უკავშირდება სერვისებს, რომლებსაც Gebrüder Weiss ახორციელებს ყოველდღე დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, თურქეთსა და თბილისს (საქართველო) შორის. Gebrüder Weiss-ის ლოჯისტიკური ცენტრები თბილისსა და ალმათში (ყაზახეთი) მომავალში იქნება საქონლის ტრანსპორტირების კვანძები, სადაც მათი ტრანსპორტირება მოხდება ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ საავტომობილო, საზღვაო ან სარკინიგზო გზით, სხვა მარშრუტებთან ერთად, ცენტრალური აზიის ქვეყნებში ან თუნდაც ჩინეთამდე.

კომპანია ემზადება სატრანსპორტო სიმძლავრეზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდისთვის და ამიერიდან ამ მარშრუტზე მეტ სატვირთო ტრანსპორტს შემოგვთავაზებს. „ჩვენ ველით, რომ მოთხოვნა საგზაო ტრანსპორტზე გაიზრდება, რადგან ჩინეთი ხელახლა გახსნის საზღვრებს, დახურა რა ისინი კოროვირუსის შედეგად. ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი კონტრაქტები სანდო რეგიონულ პარტნიორებთან, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს საკმარისი ტვირთის სივრცე, რეგულარული მომსახურება და ტრანსპორტირების დრო“, – ამბობს თომას მოზერი, Gebrüder Weiss-ის Black Sea/CIS დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი.

Gebrüder Weiss 20 წელზე მეტია მხარს უჭერს სამრეწველო და სავაჭრო ოპერაციებს მზარდ ბაზრებზე, ტრადიციული სავაჭრო გზის გასწვრივ, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური გადაწყვეტილებებით, რისთვისაც იყენებს საკუთარ ფილიალებს თურქეთში, საქართველოში, სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ჩინეთში. სწორედ აქედან Gebrüder Weiss ორგანიზებას უწევს პირდაპირ კავშირებს ევროპასა და აზიას შორის და ასევე მომსახურების მიწოდებას ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მათ შორის. ეს მომსახურება მოიცავს სატვირთო და სარკინიგზო გადაზიდვებს, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს, განბაჟებას, საწყობის ლოჯისტიკას და ა.შ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X