Startseite » news_ge » #მზადდაგხვდება: დღეიდან, რესტორნებში საჭმლისთვის ლოდინი აღარ მოგიწევთ!

#მზადდაგხვდება: დღეიდან, რესტორნებში საჭმლისთვის ლოდინი აღარ მოგიწევთ!

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ Qwerty-მ, ინოვაციური ქართული პროექტი წარადგინა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სარესტორნო გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება.

რეზტოსიდეა 2 მტკივნეული გამოცდილებით დაიწყო: მეგობრები საქართველოს ნაკრების თამაშზე წავედით, პაბში ერთი თვით ადრე გვქონდა მაგიდა დაჯავშნილი, ადგილზე მისულებს გვითხრეს, რომ თამაშის ყურებას ვერ შევძლებდით, რადგან ვიღაცას ფურცელზე მიწერილი ჩვენი ჯავშანი გადაუგდიაიმ საღამოს, სახლში მარტომ ვუყურე ისტორიულ მატჩს. მეორე მხრივ, ყველაზე მძიმე გამოცდილება ჩვენთვის რესტორანში საჭმლისთვის ლოდინია, რადგან როცა მშიერი ხარ, დრო უსასრულოდ იწელებაიხსენებენ Qwerty-ში.

ამ ცუდი სარესტორნო გამოცდილების შეცვლა Qwerty-მ rezto.ge -ის დაფუძნებით შესაძლებელი გახადა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეიდან საჭმლისთვის ლოდინი აღარ გიწევთ. rezto.ge-ზე სტუმარს შეუძლია დაჯავშნოს რესტორანი და ასევე, შეუკვეთოს კერძი, რომელსაც რესტორანი ადგილზე მისვლისას გამზადებულს დაგახვედრებთ. მეტი კომფორტისთვის, მომხმარებლებს რესტორნების პირდაპირ Facebook-იდან, Instagram-იდან, Google-დან და Google Maps-იდან  შეუძლიათ გააკეთონ ჯავშნები.

პლატფორმაზე ეტაპობრივად ემატება სხვადასხვა რესტორანი სრულიად საქართველოს მასშტაბით. პირველ თვეში, პლატფორმაზე უკვე 4.000-მდე ჯავშანი განხორციელდა, რომელთა დაახლოებით 60% უცხოელი მომხმარებელი იყო. პროექტში ჩართულია 50-მდე პარტნიორი რესტორანი თბილისში, რომლებსაც განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა სურთ მომხმარებლებისთვის. მათ შორისაა შეფების საავტორო რესტორნები:

ლევან კობიაშვილის რესტორანი ვოვიემი , კონსტანტინეთედელურის რესტორანი კონსანტინეს სახლი”, გიორგი ხვისტანი – რესტორანი „რამეკაი,  “Accor Group”, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 5,600-მდე სასტუმროსა და 10,000-ზე მეტ ბარ-რესტორანს ფლობს. მაისში პროექტს შეუერთდნენ  Mercury-ის და Ibis-ის რესტორნები, ხოლო 20 მაისს „რეზტოს“ სისტემის საშუალებით, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრების სატესტო ვახშამი გაიმართა.

ამ ინოვაციურ წამოწყებას მხარს უჭერს საქართველოს ბანკი – რომელიც „რეზტოს“ პროექტში თანამედროვე გადახდების კუთხით ჩაერთო, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს და უსაფრთხოს გახდის „რეზტოს“ გადახდების პროცესს. საქართველოს ბანკი რეზტოს ასევე ეხმარება საქართველოში ახალი გამოცდილების – #მზადდაგხვდება-ს დანერგვაში.

ინექს გრუპი“ – რეზტოს სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარა სხვადასხვა ტექნიკური მხარის გამართვაში, სტუმრების გამოცდილების გასაუმჯობესებლად; აქციის პერიოდში კი რეზტოს პარტნიორ რესტორნებს პროფესიულ სატელეფონო სერვისს უფასოდ სთავაზობს.

ქართული ინოვაციური სტარტაპით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ბრენდიც დაინტერესდა. 20 ივნისს, ფინანსური ტექნოლოგიების გლობალურმა ლიდერმა Mastercard-მა ქართულ სტარტაპთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, „რეზტოს“ პლატფორმას საქართველოში შემოსული ტურისტებიც გამოიყენებენ, არ მოუწევთ რეზერვაციის ქაოსში გარევა და ისარგებლებენ #მზადდახვდება-ს ახალი გამოცდილებით, დამატებით, ფასდაკლებასაც კი მიიღებენ „რეზტოზე“ Mastercard ბარათით გადახდის შემთხვევაში. Mastercard-ი გეგმავს მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, 300 მილიონზე მეტ Mastercard-ის ბარათის მფლობელს, მსოფლიოს მასშტაბით, შესთავაზოს რეზტოს ახალი სარესტორნო გამოცდილება საქართველოში ვიზიტისას.

დღეიდან, ქართველ მომხმარებელს საშუალება ექნება გამოცადოს სერვისი #მზადდაგხვდება და მარტივი ჯავშნები rezto.ge-ზე. პროექტი მუდმივად დახვეწის პროცესშია და ყველას აქვს საშუალება პლატფორმაზე თავისი წვლილი შეიტანოს ქართული პროდუქტის განვითარებაში, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე პირველები სექტემბრის ბოლოდან იტალიელი მომხმარებლები იხილავენ.

პარტნიორობის ან  რესტორნების დამატების სურვილის შემთხვევაში დარეკეთ ტელ. ნომერზე:  (0322) 888 222.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content