როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, აღნიშნავს, მსოფლიო ბანკი ამჟამად საქართველოში ახორციელებს დაახლოებით $50 მილიონის ღირებულების ირიგაციის მხარდაჭერის პროექტს, რომელიც მომავალ წელს სრულდება.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა გაცილებით მასშტაბურ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, ვფიქრობთ, რომ, დაახლოებით, $100 მილიონის ინვესტირება მოხდება საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის“, განუცხადა დღეს მინისტრმა ჟურნალისტებს.
ასევე, შამუგიას თქმით, „მსოფლიო ბანკი დაგვეხმარება მიწის მართვის კუთხით რეფორმების განხორციელებაში და სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის სხვა რგოლების განვითარების მხარდაჭერაში“.