მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ პროექტზე (GRAIL) მუშაობს, იუწყება სამინისტრო.
პროექტი ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში ინვესტიციებს ითვალისწინებს, აღნიშნავს უწყება.
სამინისტროს ცნობით, პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება (ღირებულება არ არის მითითებული).