fbpx
Startseite » news_ge » ორი კვირის მანძილზე 6 ქართულმა საწარმომ 1 მილიონი პირბადე დაამზადა

ორი კვირის მანძილზე 6 ქართულმა საწარმომ 1 მილიონი პირბადე დაამზადა

by David Hufschmidt

ორი კვირის მანძილზე 6 ქართულმა საწარმომ უკვე 1 მილიონი პირბადე დაამზადა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. როგორც აღნიშნულია, მათ შორისაა აჭარა ტექსტილი, სადაც 3,200 ადამიანია დასაქმებული.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 აპრილიდან პირბადეების დამზადებას კიდევ 2 საწარმო დაიწყებს.

როგორც აღნიშნულია, საქართველოში წარმოებული პირბადეები უპირველეს ყოვლისა უფასოდ დაურიგდათ 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, შემდეგ – ჯანდაცვის სექტორს, საპატრულო პოლიციას, მებაჟეებსა და სასურსათო ქსელებში დასაქმებულებს. მომდევნო ეტაპზე კი ფარმაცევტული ქსელების (ავერსი, GPC, PSP, ფარმადეპო) მომარაგება იგეგმება.

თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო ხალათებისა და კომბინიზონების წარმოება ქართულმა კომპანია Dr.Goods-მა გააფართოვა.

საწარმო, სადაც მომუშავეთა რაოდენობა ამჟამად 5-დან 70-მდე გაიზარდა, დღე-ღამეში 10,000-მდე ხალათსა და 2,000-მდე სამედიცინო კომბინიზონს აწარმოებს, იუწყება სამინისტრო.

როგორც აღნიშნულია, Dr.Goods 2019 წლის სექტემბერში დაფუძნდა სტარტაპ საქართველოს და საპარტნიორო ფონდის კონტრიბუციით, ხოლო რამდენიმე კვირის წინ კი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით TBC ბანკის სესხი მიიღო წარმოების გასაფართოებლად. კერძოდ, საწარმომ 60,000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 32 საკერავი მანქანა შეიძინა, იუწყება სამინისტრო.

საინფორმაციო სააგენტო სარკე, 7 აპრილი, 2020

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X