პროკრედიტ ბანკი, რომელიც პროკრედიტ ჯგუფის წევრია, აქტიურად უწყობს ხელს, აგროსფეროში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას. ამას მიეკუთვნება, ორგანული ნივთიერებების ქიმიური დანამატებისგან და პესტიციდებისგან გათავისუფლებაში ინვესტიციების ჩადება. ამასთანავე, პროკრედიტ ბანკი აქტიურად უწყობს ხელს გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვას, რაც გულისხმობს სხვადასხვა ბიზნეს აქტივობების დაფინანსების დროს, ამ კონკრეტული კომპონენტების გათვალისწინებას.
პროკრედიტ ბანკის კრედიტების გაცემის სისტემა, მორგებულია გარემოს დაცვითი საქმიანობების მოდელების განვითარებაზე. ეს გულისხმობს ისეთი პროექტების დაფინანსებას, სადაც გარემოს დაცვა იქნება პრიორიტეტული და შესაბამისად ის რისკები, რაც შეიძლება კონკრეტულმა ბიზნეს საქმიანობამ გარემოს მიაყენოს, იქნება ნოლზე დაყვანილი. შესაბამისად, პროკრედიტ ბანკი უარს აცხადებს ისეთი აგრარული პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ ზიანს მოუტანს. ამასთანავე, პროექტები, რომლებიც არ მოდიან პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვით პოლიტიკასთან თანხვედრაში, ვერ ღებულობენ ზემოაღნიშნული ბანკისგან მხარდაჭერას.
თუ გსურთ მეტი გაიგოთ, პროკრედიტ ბანკის ეკო მეგობრული პოლიტიკის შესახებ, გადადით ლინკზე.