fbpx
Startseite » news_ge » სამართლებრივი დავა „ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და „ფრონტერას“ შორის დასრულდა

სამართლებრივი დავა “ნავთობისა და გაზის კორპორაციასა” და “ფრონტერას” შორის დასრულდა

by David Hufschmidt

საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ამერიკულ ნავთობკომპანია Frontera-სთან დავაში მხარი დაუჭირა ქართული მხარის „კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა“, იუწყება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

კორპორაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილების კონტრაქტიდან გამომდინარეობს, გამოტანილ იქნა მიმდინარე წლის 17 აპრილს.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ Frontera Resourses Georgia-მ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა, იუწყება კორპორაცია.

გადაწყვეტილების მიხედვით, Frontera-ს დაევალა კორპორაციის მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების (კორპორაცია და საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო) მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აანაზღაუროს.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, აგრეთვე, დააკმაყოფილა შუამდგომლობა Frontera-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა, იუწყება კორპორაცია და აღნიშნავს, რომ კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.

საინფორმაციო სააგენტო სარკე, 23.04.2020

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X