444
სამაცივრე მეურნეობა სახელმწიფოს მხარდაჭერით გორის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, შპს Coolservice-ის სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, საწარმოში, ჯამურად, 1.2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 600,000 ლარი – გრანტს, ხოლო 300,000 ლარი – შეღავათიან აგროკრედიტს წარმოადგენს.
სამინისტროს მონაცემებით, სამაცივრე მეურნეობაში 1,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი და სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
შიდა ქართლის რეგიონში, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ჯამში 25 სამაცივრო და შემნახველი მეურნეობა შეიქმნა, იუწყება სამინისტრო.
საინფორმაციო სააგენტო სარკე
15.06.2021