როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნავს, COVID-19-ის პანდემიის დაწყებისას, საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყანა იყო. ამჟამად კი, „ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების გატანა ექსპორტზეც დაიწყოს“, აცხადებს ის.
მინისტრის თქმით, „ჩვენი თანადგომით სულ უფრო მეტი საწარმო უერთდება პირბადეების წარმოების ინიციატივას და აწარმოებენ კომერციულ პირბადეებს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ გარეთ გასატანად“.
საინფორმაციო სააგენტო სარკე, 28.05.2020