fbpx
Startseite » news_ge » საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსის თაუერსი გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსის თაუერსი გაიხსნა

by Salome Mumladze

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 2 იდენტური 41-სართულიანი ცათამბჯენი Axis Towers 16 ივნისს გაიხსნა.

პროექტში დაახლოებით $150 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც საქართველოს ბანკმა $60 მილიონი გამოყო, იუწყება ჟურნალი Forbes Georgia. აღსანიშნავია, რომ დეველოპერული კომპანია Axis-ის პარტნიორი ამ პროექტში არის საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

სტატია მიუთითებს, რომ Axis Towers-ში თავმოყრილია დეველოპმენტის 5 მიმართულება: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები. ასევე, Axis Towers საკუთარ ტერიტორიაზე ქმნის საჯარო სივრცეს – საფეხმავლო ქუჩას.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X