Startseite » news_ge » საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ჯაოკენის ახალი ფილიალი გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ჯაოკენის ახალი ფილიალი გაიხსნა

by Salome Mumladze

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, კომპანია ჯაოკენის სარემონტო მასალების ახალი ფილიალი გაიხსნა.

პროექტის საერთო საინვესტიციო მოცულობა 5.8 მილიონ EUR-ს შეადგენს. აქედან, საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილია 3.2 მილიონი EUR.

მოგეხსენებათ, კომპანია ჯაოკენი საქართველოში 1997 წელს დაარსდა. კომპანიის წარმოების ძირითადი მიმართულებებია: კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები, ლამინირებული იატაკი, პარკეტი, შპალერი, ლაქ-საღებავები, სანტექნიკა, სააბაზანო ოთახის ავეჯი და აქსესუარები. სრულიად კოლექტივის ნაყოფიერმა და წარმატებულმა მუშაობამ კომპანია კონკურენტუნარიანი გახადა და ბაზარზე საპატიო ადგილიც დაიკავა.

ჯაოკენი (ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯემალ ჯაოშვილია) საქართველოს ბანკთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ამ ეტაპზე კომპანიის ფილიალებში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი.

You may also like

X