კომპანია Cityzen, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე, პროექტს Cityzen Central Park ახორციელებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ოდენობა $180 მილიონს შეადგენს.
პრემიუმ კლასის კომპლექსის პროექტი 4 საცხოვრებელი ბლოკს და ერთ ბიზნეს თაუერს მოიცავს. კომპლექსი 46,000 კვ.მ-ზე განთავსდება, საიდანაც 22,000 კვ.მ რეკრეაციულ ზონას დაეთმობა.
კომპანიის გენერალური დირექტორის ალექსანდრე ტოგონიძის თქმით, Cityzen Central Park კომპანიისთვის პირველი პროექტია. კომპანია გეგმავს სხვა დეველოპერული პროექტების წამოწყებასაც როგორც დედაქალაქში, ასევე მის გარეთ.