პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ვიზიტით მყოფ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს, შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის „არსებული მჭიდრო პარტნიორობა“ და „სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები“, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
მათ შორის, პრემიერებმა კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დაინტერესებულია უნგრეთის ინვესტიციების მოზიდვით ისეთ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვა სფეროები.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს უნგრეთის პირდაპირმა ინვესტიციებმა საქართველოში – $2.69 მილიონი (კლება – 32%), ხოლო მიმდინარე წლის 6 თვეში – $1.68 მილიონი შეადგინა.