fbpx
Startseite » news_ge » საქართველოს მთავრობამ დღეს ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

საქართველოს მთავრობამ დღეს ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

by David Hufschmidt

მთავრობის გეგმა ასე გამოიყურება:

  • ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ;
  • მთავრობა სარესტორნე ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს, 90%-ს თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს;
  • ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, მთავრობა დაუსუბსიდირებს საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე.

როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, 1-ლი ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

გარდა ამისა, პრემიერ მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებში რამდენიმე ცვლილების შესახებაც გამოაცხადა. ესენია:

  • თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 11 მაისიდანრუსთავსა და გარდაბანში – 14 მაისიდან, მარნეულში კი – 18 მაისიდან მოიხსნება
  • საქართველოში 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, რომლებსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა. ჯერჯერობით არ იმუშავებს დიდი სავაჭრო ცენტრებიც.

ძალაში რჩება კომენდანტის საათი და ავტომობილში მაქსიმუმ სამი ადამიანის განთავსების წესი.

მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და განათლების სექტორების მხარდაჭერისა და დახმარების გეგმას წარადგენს.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X