fbpx
Startseite » news_ge » საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა

საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა

by David Hufschmidt

პრეზენტაციაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა და ამისთვის მთავრობამ სოფლის მეურნეობის არსებული პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად გეგმა შეიმუშავა.

გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით.
  • ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი.
  • ყველა ფერმერი საქართველოში (სულ 42 000), სრულად გათავისუფლდება საერიგაციო საფასურისგან 2020 წლის ბოლომდე.
  • აგროწარმოების განვითარებისთვის საჭირო რესურსების (ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობების მოწყობა-მოდერნიზაცია, სარწყავი სისტემების შესყიდვა-მონტაჟი) სახელმწიფოს მიერ გრანტის სახით 50%-ით დაფინანსდება.

პროექტის ბიუჯეტი 300 მილიონი ლარია. ფერმერებს შეეძლებათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვედანაყოფებს 20 მაისიდან მიმართონ. დახმარების მიღებას ასევე შეძლებენ ისინი, ვისაც ამ ეტაპზე მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ, მაგრამ ამას წლის ბოლომდე გააკეთებენ.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X