Startseite » news_ge » საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსით 14 IT-კომპანია და 3 საზღვაო კომპანია სარგებლობს

საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსით 14 IT-კომპანია და 3 საზღვაო კომპანია სარგებლობს

by Timo Roujean

ფინანსთა სამინისტროს მინაცემებით, სულ ამ დროისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსით 17 კომპანია სარგებლობს. მათგან IT სფეროში – 14, ხოლო საზღვაო სფეროში – 3 კომპანია მოქმედებს.

აღნიშნულ კომპანიებს შორისაა: Integration Point Georgia, EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა (EMCoS), UGT, aMind Georgia (ამერიკული aMind Solutions-ის ფილიალი), Tero Maritime Agency და სხვა.

საერთაშორისო საწარმო სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში. ასეთ კომპანიაში საშემოსავლო გადასახადი და მოგების გადასახადი 5-5%-ია.

საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება. დამატებითი ინფორმაცია იხ. აქ

საინფორმაციო სააგენტო სარკე
04.06.2021

You may also like

X
Skip to content