171
თბილისში ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წლიური შეხვედრა გაიხსნა. წელს საქართველო უკვე მეორედ იყო WWTG-ის თავმჯდომარე ქვეყანა (პირველად – 2014 წელს).
შეხვედრას, საქართველოსთან ერთად, WWTG-ის წევრი ქვეყნების – აშშ-ის, არგენტინის, ავსტრალიის, კანადის, ჩილეს, ახალი ზელანდიის და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მთავრობებს შორის სავაჭრო ხელშეკრულებები, ვაჭრობის მარეგულირებელი დოკუმენტები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) კოორდინაცია, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის ნორმები, ეტიკეტირება, პროდუქციის შეფუთვა, აგროქიმიური პრეპარატები, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) რეზოლუციები და სხვა.