Startseite » news_ge » საქ. ბანკის მხარდაჭერით კავკასუს როუდ პროჯექტმა სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

საქ. ბანკის მხარდაჭერით კავკასუს როუდ პროჯექტმა სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

by Salome Mumladze

ქართულმა კომპანია Caucasus Road Project-მა ერევანში 252 მ სიგრძისა და 30 მ სიგანის, სახიდე ნაგებობის მშენებლობა დაასრულა. პროექტის ჯამური ღირებულება $13.5 მილიონს შეადგენს. პროექტი საქართველოს ბანკის მონაწილეობით განხორციელდა.

Caucasus Road Project-ის მფლობელისა და გენერალური დირექტორის, პაატა ტრაპაიძის, ინფორმაციით, პროექტში დასაქმებული იყო 70 ადამიანი, საიდანაც 95% ქართველი სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული. „ჩვენ ამ პროექტით არ ვჩერდებით და ვფიქრობთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშობას“, აცხადებს ის.

2005 წელს დაარსებულ Caucasus Road Project-ს საქართველოში განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა: სატრანსპორტო კვანძები თბილისში, გმირთა მოედანზე; აეროდრომის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი მესტიაში; ანაკლია-განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე; ჰესის მშენებლობა მუხურში და სხვა.

კომპანია საქართველოში 2 მიმდინარე პროექტს ახორციელებს: გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის დამეწყრილი 16 უბნის რეაბილიტაცია და აბაშა-ჯაპანას საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე, მდინარე რიონზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.

You may also like

X