fbpx
Startseite » news_ge » სებ-მა და EBRD-მა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს

სებ-მა და EBRD-მა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს

by Salome Mumladze

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს, ფრენსის მალიჟს, და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა EBRD-ის კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელი, ალკის დრაკინოსი.

სებ-ის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სებ-ისა და კომერციული ბანკების EBRD-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა საქართველოს ფინანსურ სექტორში რეფორმების მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა, იუწყება სებ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X