აქართველოს მთავრობის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით, 28 ნოემბერს კონფერენცია: „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ქართველი და ევროპელი ოფიციალური პირების, სოფლის განვითარების სპეციალისტების მონაწილეობით გაიმართა პანელური დისკუსიები. საუბარი შეეხო სოფლის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანმა, აღნიშნა, ევროკავშირი უკვე არაერთი წელია მხარს უჭერს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას და „აღნიშნულმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო“.
გერმანის თქმით, ევროკავშირმა მიმდინარე წელს მიიღო სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი. „იმედი გვაქვს, რომ ამ პოლიტიკასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებს“, – განაცხადა მან (ციტატები მოყვანილია სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით).