Startseite » news_ge » ქუთაისის განახლებული აეროპორტი გაიხსნა

ქუთაისის განახლებული აეროპორტი გაიხსნა

by Timo Roujean

დღეს, ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის განახლებული აეროპორტი, რომლის მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში 2.5 მილიონამდე გაიზარდა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. გაფართოების შედეგად, აეროპორტის ტერმინალის საერთო ფართობი 30,000 კვ.მ-მდე გაიზარდა.

შედარებისთვის, ძველი ტერმინალის ფართობი 4,800 კვ.მ იყო და წლიურად 600,000 მგზავრის გატარებას უზრუნველყოფდა.

განახლებული ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. ტერმინალის გაფართოება/აღჭურვის სამუშაოებმა 110 მილიონი ლარი შეადგინა, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.

საინფორმაციო სააგენტო სარკე
10.06.2021

Photo Credit: Kutaisi Airport

You may also like

X