278
2022 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის GMP-სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა. შესაბამისად იმის გამო, რომ თანაბარ პირობებში ყოფილიყვნენ ადგილობრივი კომპანიები და იმპორტიორები, მთავრობა აპირებს პარლამენტს მიმართოს დაჩქარებული წესით განიხილონ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონის შესაბამისი ცვლილებები.
ასევე, GMP-ის სტანდარტის დოკუმენტის, სავალდებულო წესით წარდგენის ეტაპობრიობასა და პირობებს მთავრობა 2022 წლის მარტამდე განსაზღვრავს. ცვლილების მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი მიდგომები ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და იმპორტიორებს შორის.
DWV აკვირდება კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობას და მისი ამოქმედებისთანავე გაცნობებთ იურიდიული სიახლის სახით.