Startseite » news_ge » ლიეტუვური Getjet ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენებს განაახლებს

ლიეტუვური Getjet ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენებს განაახლებს

by DWV Admin

ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენებს ლიეტუვური ავიაკომპანია Getjet განაახლებს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. Getjet ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.

სამინისტროს ცნობით, რეისები ვილნიუსსა ბათუმს შორის – 1-29 აგვისტოს პერიოდში, ხოლო ტალინსა და ბათუმს შორის – 15-29 აგვისტომდე ყოველ ორშაბათს შესრულდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში ლიეტუვადან 6,018 ვიზიტი განხორციელდა (2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა – 294.6%, პამდემიამდელ 2019 წლის 6 თვესთან შედარებით კლება – 34.8%); ლატვიიდან – 5,795 ვიზიტი (შესაბამისად, ზრდა – 375.4% და კლება – 33.5%); ესტონეთიდან – 2,712 ვიზიტი (შესაბამისად, ზრდა – 438.1% და კლება – 24.1%).

You may also like

X
Skip to content