Startseite » news_ge » 500 Global კიდევ 4 წლის განმავლობაში საქართველოში სტარტაპებს გადაამზადებს

500 Global კიდევ 4 წლის განმავლობაში საქართველოში სტარტაპებს გადაამზადებს

by Salome Mumladze

საქართველოში აქსელერაციის პროგრამა კიდევ 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამ მიზნით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ს შორის კონტრაქტი გაფორმდა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 წლის განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის 2 პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30 ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან 4 სტარტაპი – Cardeal, Cargon, Payze, Agrolabs, აშშ-ში, სილიკონის ველზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში მომზადებულმა 28 ქართულმა სტარტაპმა მოახერხა „212%-იანი ზრდა, დაახლოებით $100 მილიონის ღირებულების შექმნა, მრავალმილიონიანი ინვესტიციების მოზიდვა“.

ამ პროგრამაში ჩვენ გვყავს პარტნიორი საქართველოს ბანკის სახით, რომელიც $5 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს სახელმწიფოსთან ერთად, განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა: „საქართველოში 500 Global-ის შემოსვლით, ჩვენ მივიღეთ ის, რომ საქართველო იქნება რეგიონული ჰაბი სტარტაპ-ეკოსისტემის წასახალისებლად“.

You may also like

X