fbpx
Startseite » news_ge » DWV ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს (IWAG) საქველმოქმედო აქციის მხარდასაჭერად

DWV ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს (IWAG) საქველმოქმედო აქციის მხარდასაჭერად

by Salome Mumladze

„გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების“ ძვირფასო წევრებო!

ნება გვიბოძეთ, მოგიწვიოთ „გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა“ და „ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ ერთობლივ ფინანსების მოზიდვის ღონისძიებაზე – შეიძინეთ „ქალთა საერთაშორისოასოციაციის“ აგურები და მოდით, ერთად აღვმართოთ კედელი სიღარიბისა და ავადმყოფობის წინააღმდეგ და დახმარების ხელი გავუწოდოთ საჭიროების მქონე ქართველებს!

„ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ აგურის შემოწირულობის პროექტი – დაგვეხმარეთ, რათა დავეხმაროთ!

შეიძინეთ ერთი ან მეტი აგური – ერთი ცალის ღირებულება 500 ლარი!

1.    გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ ელექტრონული შეტყობინება  მისამართზე iwagfundraising(at)gmail.com და მიუთითეთ თქვენთვის სასურველი აგურების რაოდენობა

2.     თქვენ მიიღებთ ინვოისს საშემოსავლო გადასახადის გარეშე (საქველმოქმედო), გადარიცხეთ თანხა„ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე

საბანკო ანგარიშის ნომერი: GE82TB7525136080100008           მიუთითეთ „DWVBrickdonation

3.    აგურებსა და სერტიფიკატებს გადმოგცემთ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 2021 წლისდასაწყისში პრესისა და მედიის თანდასწრებით.

ასევე შესაძლებელია, რომ შემოწირულობის სახით გაიღოთ თქვენი კომპანიის პროდუქტების ვაუჩერებიც. უბრალოდ მოგვწერეთ ელექტრონული შეტყობინება მისამართზე iwagfundraising(at)gmail.com, შეგვატყობინეთ ვაუჩერის ღირებულება და ჩვენ დაგიკავშირდებით.

თუ გსურთ პირდაპირი შემოწირულობა, გთხოვთ, თანხა გადარიცხეთ „ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ ზემოთ აღნიშნულ საბანკო ანგარიშის ნომერზე და მიუთითეთ: “DWVDonation”.

უღრმესი მადლობა და ჯანმრთელობას გისურვებთ!

თომას კიმესვენგერი

„გერმანიის ეკონომიკურიგაერთიანების“ აღმასრულებელი დირექტორი

მარგრეტ შმიდტი

„ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი / საზოგადოებრივი პროექტების კომიტეტის თავმჯდომარე

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X