გერმანულმა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა შტუტგარტიდან თბილისის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო.
ავიაკომპანია რეისებს კვირაში 2 სიხშირით, A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს, იუწყება TAV Georgia (თბილისის აეროპორტის ოპერატორი).
Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში გერმანიიდან 16,918 ვიზიტი განხორციელდა, რაც 343.5%-ით აღემატება 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა 50.2%-ით ნაკლებია პანდემიამდელი 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.