fbpx
Startseite » news_ge » Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოებას გეგმავს

Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოებას გეგმავს

by Salome Mumladze

“გერმანულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Eurowings-თან „აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით”, – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე.

ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქარქაშაძემ მაროკოს ქალაქ ტანჟერში, საავიაციო ფორუმის CONNECT 2023 ფარგლებში გამართა.

Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის ივლისში შემოვიდა და თბილისსა და დიუსელდორფს შორის ფრენები კვირაში 2-ჯერ დაიწყო, ხოლო 2022 წლის ზაფხულში შტუტგარტი დაამატა.

ქარქაშაძის თქმით, „გერმანია ისტორიულად ჩვენი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა“, და „ზაფხულის სეზონისთვის გერმანიის 9 ქალაქის მიმართულებით გვექნება პირდაპირი რეგულარული ფრენა, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან“.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში გერმანიიდან საერთაშირისო ვიზიტორების 48,548 ვიზიტი შეადგა, რაც 129%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს, თუმცა 45.5%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X