სპეციალური შეთავაზება ჩვენს წევრებს
ჩვენი წევრი კომპანია EVA გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრ კომპანიებს სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას თიმბილდინგის ორგანიზებასა და განხორციელებაში.
EVA, მენტალ ჰაბთან პარტნიორობით, ახორციელებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამას ჯანსაღი კორპორაციული კულტურის შექმნის მიზნით.
ჯანსაღი კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბების შედეგად, გუნდი ხდება ღია, მოქნილი და აქცეპტირებული. თანამშრომლები სრულად ითავისებენ კომპანიის ხედვასა და მისიას და ერთობლივად შექმნილი სტრატეგიით მიისწრაფვიან მდგრადი განვითარებისაკენ.
თიმბილდინგის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების მიზნით გამოიყენება ID37 და AURA ტესტები, რომელთა ანალიზის შედეგად ხდება საჭირო აქტივობების შერჩევა:
– ID37 პიროვნული მოტივების შეფასება – ახდენს პიროვნული მოტივების იდენტიფიცირებას და ხსნის პიროვნულ ჩვევებსა და საქციელს.
– აურა – არის სტრესის, შფოთვისა და სამუშაო გარემოს მიმართ დამოკიდებულების ანალიზი.
აღნიშნული შეთავაზება მუდმივია DWV-ს წევრებისთვის.
ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.
EVA-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.