315
კავკასიის უნივერსიტეტმა, ვილდაუს ტექნიკურ უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით, ციფრული ლოგისტიკის მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამა შექმნა, იუწყება ჟურნალი.
უნივერსიტეტმა ასევე მიიღო დაფინანსება, რომლითაც მოეწყობა ლოგისტიკის ლაბორატორია.
როგორც სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი დობორჯგინიძე აღნიშნავს, ნებისმიერ უცხოურ კომპანიაში, რომელიც ბოლო წლებში ამ დარგში შემოვიდა, იტყვიან, რომ საქართველოში ნომერ პირველი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ჩვენი ახალი პროგრამა სწორედ ამ გამოწვევაზე ერთგვარი პასუხია, აცხადებს ის.
ამასთან, დობორჯგინიძის თქმით, გაფორმებულია მემორანდუმები 15-ზე მეტ კომპანიასთან, რომლებიც პროგრამის ფარგლებში კვლევით ნაწილში ჩაერთვებიან.
მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.