Startseite » news_ge » Gebrüder Weiss-მა თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალი გახსნა

Gebrüder Weiss-მა თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალი გახსნა

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა ავსტრიულმა კომპანიამ, Gebrüder Weiss-მა თბილისში, 4 ოქტომბერს,  არსებული ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალი გახსნა. ეს არის 2012 წელს დაფუძნებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემების თანახმად, წელს კომპანიის ინვესტიციამ 12 მილიონ ევრომდე შეადგინა, ხოლო ჯამურმა ინვესტიციებმა 30 მილიონ ევროს გადააჭარბა.

კომპანია Gebrüder Weiss სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებს აწარმოებს კონტინენტის ნებისმიერ ადგილას. კომპანიის მომსახურებათა პორტფელი საქართველოში მოიცავს ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრის საშუალებებს სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გზების მეშვეობით, ასევე დისტრიბუციასა და საბაჟო ფორმალობებს. 10-დან 15-მდე რეისი ხორციელდება ევროპიდან საქართველოს მიმართულებით, რის შემდეგაც ხდება ტვირთების მიწოდება სომხეთსა და აზერბაიჯანში.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X