fbpx
Startseite » news_ge » გერმანიაში შესვლის გამარტივებული პირობები

გერმანიაში შესვლის გამარტივებული პირობები

by Salome Mumladze
Airport

გერმანიაში შესვლის ახალი რეგულაცია 2021 წლის 12 მაისს დამტკიცდა და ამ რეგულაციით გამარტივდა გერმანიის საზღვრის კვეთა:
– ის პირები, რომელთაც უკვე გაიკეთეს Covid19-ის საწინააღმდეგო აცრის ორივე დოზა და ასევე ის პირები, რომელთაც გადაიტანეს Covid19-ის დაავადება, გერმანიაში შესვლას შეძლებენ PCR ტესტის წარდგენის გარეშე და არ მოუწევთ ქვეყანაში შესვლის შემდეგ კარანტინის გავლა;

– იმ რისკ–ზონის ქვეყნებიდან გერმანიაში დაბრუნებისას, რომლებშიც Covid19-ის შემთხვევათა რიცხვი 100.000 მოსახლეზე 50–ს აჭარბებს (ე.წ. „უბრალო რისკის–ზონის ქვეყნები“), პირი კარანტინისგან თავს გაითავისუფლებს ნეგატიური Covid19–ის ტესტის წარდგენის გზით;

– იმ რისკ–ზონის ქვეყნებიდან გერმანიაში დაბრუნებისას, რომლებშიც Covid19-ის შემთხვევათა რიცხვი 100.000 მოსახლეზე 200–ს აჭარბებს (ე.წ. „მაღალი რისკის–ზონის ქვეყნები“), პირი კარანტინისგან თავს გაითავისუფლებს გერმანიაში შესვლიდან 5 დღის შემდეგ უარყოფითი Covid19-ის ტესტის პასუხის მიღების შემთხვევაში, იმ პირობით, რომ იგი ბოლო 10 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა ამ მაღალი რისკის ქვეყანაში;

–თუ ხართ აცრილი, ან გამოჯანმრთელდით Covid19-ისგან და გაქვთ უარყოფითი PCR ტესტი, გერმანიაში შემოსვლამდე უნდა დარეგისტრირდეთ სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში (Digitale Einreiseanmeldung (DEA)) ან/და გაუგზავნოთ ზემოჩამოთვლილის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესაბამის ჯანდაცვის დეპარტამენტს;

–ტესტი უნდა იყოს გერმანიაში შესვლამდე მაქსიმუმ 48 (ანტიგენების ტესტის, RT-LAMP ან TMA-ტესტის შემთხვევაში) ან 72 საათით (PCR ტესტის შემთხვევაში) ადრე გაკეთებული;

– იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის კონკრეტული ფედერალური მიწისთვის განსაზღვრულია ამ წესისგან განსხვავებული შეზღუდვები, ეს შეზღუდვები დაუყონებლივ შეიცვლება მოცემული რეგულაციით;

– სამუშაო მიზნებისთვის მოგზაურებისა და სატრანზიტო (იმ მგზავრებისთვის, ვინც გერმანიას იყენებს სატრანზიტო ქვეყნად) მგზავრებისათვის დაწესებული გამონაკლისები კვლავ ძალაში რჩება.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაცია ასევე იხილეთ საელჩოს ვებ-გვერდზე

You may also like

X