მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 17 მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკა გადაეცემათ, იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
უწყების ცნობით, აღჭურვილობის შესასყიდად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ 5.73 მილიონი EUR გამოიყო.
როგორც აღნიშნულია, ნარჩენების შესაგროვებელ სპეციალურ ტექნიკას მუნიციპალიტეტებს – ქართული GT Group, ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, ქუჩის ურნებსა და უნიფორმებს – ჩეხური Elkoplast მუნიციპალიტეტებს 2022-2023 წლებში ეტაპობრივად მიაწვდიან.
ორივე რეგიონისთვის პროგრამის ღირებულება ჯამში 30 მილიონი EUR-ს ოდენობის სესხსა და 2 მილიონი EUR-ს გრანტს შეადგენს, იუწყება სამინისტრო.
როგორც აღნიშნულია, პროგრამის განმახორციელებლები არიან საკონსულტაციო კომპანიები – ამერიკული CDM Smith, ქართულ კომპანიებთან Saunders Group და GEO ერთად, და გერმანული Fichtner, ბერძნულ Paseco-სთან და ქართულ PMCG-სთან ერთად.