fbpx
Startseite » news_ge » KfW საქართველოს 15 მილიონი EUR სესხსა და 5.8 მილიონი EUR-ს გრანტს გამოუყოფს

KfW საქართველოს 15 მილიონი EUR სესხსა და 5.8 მილიონი EUR-ს გრანტს გამოუყოფს

by Salome Mumladze
kfw

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს 15 მილიონი EUR სესხსა და 5.8 მილიონი EUR-ს გრანტს გამოუყოფს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

სესხი გათვალისწინებულია COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის სოციალური დახმარების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად. ხოლო გრანტი განკუთვნილია უკიდურესი სიღარიბისგან დაზარალებული პირებისთვის სოციალური დახმარებისთვის.

სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი 29 ოქტომბერს მოეწერა. აღნიშნული შეთანხმებები ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა, იუწყება სამინისტრო.

Sarke Information Agency02.11.2020

You may also like

Leave a Comment

X